ავსტრალია 35%-იან გადასახადს აწესებს რუსეთისა და ბელორუსიის ყველა პროდუქტზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე

ავსტრალია 35%-იან გადასახადს აწესებს რუსეთისა და ბელორუსიის ყველა პროდუქტზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე, ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში.

“ავსტრალია, ამ ქვეყნის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, აწესებს 35%-იან გადასახადს ყველა საქონელზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე. კიდევ ერთი არგუმენტი ნავთობის ემბარგოს სასარგებლოდ, რომელიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას”, – დაწერა ანდრია იერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა უფროსმა Telegram-ში.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება 25 აპრილს ამოქმედდება. 25 აპრილიდან ნავთობისა და სხვა ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტის აკრძალვაც ამოქმედდება.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title