მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემოს გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, თანამშრომლებთან ერთად, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, ნერგების დარგვის პროცესში  მიიღეს მონაწილეობა.

გამწვანებისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 114 ნერგი შეიძინა, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ( შპს „აგრონეტი“ ) 50 ნერგი მერიას საჩუქრად გადასცა.

„ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ნერგები მარნეულში სხვადასხვა ადგილზე დასარგავად. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ გამწვანების კამპანიას, სადაც უშუალოდ ჩართული ვიქნები“, – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 

Leave a Reply

Menu Title