დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 აპრილს, თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ესენია:
საბურთალოს რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, რომელაშვილის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ნინუას და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭოხონელიძის ,რონდელის და ონიანის ქუჩების მოსახლეობას.

Leave a Reply

Menu Title