მსოფლიო ბანკმა თურქეთს „მწვანე სოფლის მეურნეობის“ გასაძლიერებლად $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

სოფლიო ბანკმა თურქეთს, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორისა და „კლიმატურად ჭკვიანი“ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა.

თურქეთის კლიმატურად ჭკვიანი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის ზრდის პროექტი (TUCSAP) თითქმის 14 მილიონ ჰექტარზე მიწისა და ნიადაგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსების ეფექტიანობის ზრდასა და ნახშირბადის ემისიების შემცირებას.

2020 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი დაახლოებით $20.7 მილიარდით გაიზარდა და ეროვნული ექსპორტის დაახლოებით 10% შეადგინა. მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ TUCSAP-ის პროექტი სოფლის მეურნეობის სექტორის გრძელვადიან და მდგრად ზრდას შეუწყობს ხელს, გარე მიგრაციის პრევენციას უზრუნველყოფს და ახალგაზრდებისთვის ახალ სამუშაო შესაძლებლობებს შექმნის. საბოლოო ჯამში, TUCSAP-ის პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თურქეთში სასოფლო დასახლებების კეთილდღეობა.

სოფლის მეურნეობა თურქეთის სათბური აირების ემისიების 13%-ს მოიცავს. პარიზის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი 2053 წლისთვის ნახშირორჟანგის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title