სამხრეთ კორეა ნავთობის დამატებითი სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებას აპირებს

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა გამოყოს  კიდევ 7,23 მილიონი ბარელი ნავთობის სტრატეგიული მარაგი, რათა დაეხმაროს ენერგომატარებლებს  მაღალი ფასების შემცირებას უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე. აღნიშნულის შესახებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”.

მანამდე სეულს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი 4,42 მლნ ბარელის გამოყოფა. გადაწყვეტილება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნების შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული. გასული თვიდან, ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი მარაგებიდან სულ 180 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყოს  უკრაინის კრიზისით გამოწვეული ნავთობის ბაზრის დაძაბულობის საპასუხოდ.

სამხრეთ კორეისთვის  7,23  მილიონი ბარელი არის ყველაზე დიდი მოცულობა, რაც ოდესმე გამოუყოფია ქვეყანას სტრატეგიული მარაგებიდან, როგორც ასეთი საერთაშორისო ღონისძიებების ნაწილი.

Leave a Reply

Menu Title