პოდოლიაკი – მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მისი ნავთობისა და გაზის ყიდვა ტერორიზმის დაფინანსებაა

კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

„კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია. თავდასხმის შედეგად ათეულობით დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანია – ოჯახები ბავშვებით, რომლებიც ევაკუირებას ცდილობდნენ. მსოფლიოს უნდა ესმოდეს: რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მისი ნავთობისა და გაზის ყიდვა ტერორიზმის დაფინანსებაა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

Leave a Reply

Menu Title