მურმან მარგველაშვილი: რუსეთმა მომენტი გამოიყენა, სანამ ჯერ კიდევ დიდია დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე

არსებულ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მომენტი გამოიყენა, სანამ ჯერ კიდევ არსებობს დიდი დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის და რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა. რუსეთი გაზის დაახლოებით 40%, ხოლო ნავთობის 27% ევროპას აწვდის, საიდანაც $150 მლრდ შემოსავალს იღებს.

“დღეში ეს არის $350 მლნ-მდე და როდესაც გაცვლით კურსს ეხება საქმე, სწორედ ამ მოცულობის თანხებზეა საუბარი. ევროკავშირმა კარგად იცის და აცნობიერებს, რომ დამოკიდებულება არ არის კომფორტული, ამიტომ შექმნა სუფთა ენერგიის პაკეტი. შესაბამისად, დიდიხანია დაწყებულია მუშაობა განახლებად ენერგიაზე და საკუთარი ენერგიის წყაროებზე გადასვლასთან დაკავშირებით. იმასთან ერთად, რომ გაფრქვევები შეამცირონ და ნახშირს დაანებონ თავი. თუმცა, ომისგან გამოწვეულმა მდგომარეობამ, ასე ვთქვათ დაასწრო ამ პროცესებს და რუსეთმა ეს გამოიყენა, სანამ კიდევ არსებობს დიდი დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე. თორემ დამოკიდებილების შემცირებაზე მუშაობა ისედაც საწყებული იყო” – ამბობს მურმან მარგველაშვილი.

Leave a Reply

Menu Title