ალიევთან ვისაუბრეთ გაზსაცავის მშენებლობაზე რომელიც 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი

ალიევთან ვისაუბრეთ გაზსაცავის მშენებლობაზე რომელიც 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი

5-6 ნოემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ამ ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ალიევმა ერთ-ერთი შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ/ვიცე პრემიერ კახა კალაძესთან გამართა, სადაც გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კითხვაზე, რაზე იყოს საუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, კალაძის თქმით, საუბარი იყო ახალ პროექტებზე ელექტოენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ასევე საუბარი შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობას.

“იანვრიდან ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს გავლით აზერბაიჯანის ელექტროენერგიის თურქეთის მიმართულებით გატანას. საუბარი იყო ასევე გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელიც ჩვენ 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი, აზრებაიჯანულ მხარესაც აქვს ინტერესი მიიღოს მონაწილეობა როგორც წილობრივად, ასევე ფინანსურად”, – განაცხადა კალაძემ.

Leave a Reply

Menu Title