„პრემიერს იმპორტიორებთან საწვავის ფასის დაწევასთან დაკავშირებით თხოვნა-მუდარა არ უნდა უწევდეს“

კონომისტი ნიკა შენგელია ვრცელი წერილით ეხმაურება საქართველოში საწვავზე ფასების ზრდას. წერილს უცვლლად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რამდენად მტკივნეულია საწვავაზე მაღალი ფასები მოსახლეობისათვის  და ზოგადად საერთოდ ქვეყნის ეკონომიკისათვის.  მითუმეტეს, მაშინ როდესაც ხვნა-თესვის პერიოდია და  საწვავზე ასეთი მაღალი ფასები  ყოვლად მიუღებელია  ფერმერებისათვის და რეგიონის მაცხოვრებელთათვის.  ჩვენ გქონდა ინიციატივები, რომ მთავრობას გაეკეთებინა სამთვიანი მორატორიუმი  და გაეუქმებინა აქციზი, დაეკლო დღგ-ს განაკვეთზე, რაც იმპორტიორებს მიცემდა  საშუალებას ფასები საწვავზე მინიმუმ 1 ლარით მაინც შეემცირებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ჩვენ გვესმის, რომ მთავრობამ ბიუჯეტში  უნდა  აკრიფოს  გადასახადები, რათა შემდგომ დააფინანსოს ბიუჯეტით  გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილი.

არსებობს პროექტი და საშუალებები, რომელიც  ხელს შეუწყობს საწვავზე ფასების შემცირებას,ისე რომ კმაყოფილი დარჩება მოსახლეობაც, იმპორტიორებიც და ბიუჯეტსაც არ დააკლდება ნავთოპროდუქტებიდან შემოსული გადასახადების მოცულობა.

 როგორ წარმოიშვება ქვეყნის  ტერიტორიულ საზღვრამდე მოტანილი  საწვავზე  ფასები

დავიწყოთ იქედან,რომ ჯერ კიდევ 2006 წლამდე  საწვავის ძირითადი მოცულობები  შემოდიოდა აზერბაიჯანიდან, კერძოდ „სოკარი“-დან.

2006 წლამდე  აზერბაიჯანელი მწარმოებელი იმ კომპანიებისათვის ვინ დაკავებული იყო საწვავის ექსპორტით აზერბაიჯანიდან, აკეთებდა საკმაოდ დიდ   „დისკაუნტს“ , „პლატსი“-ს ფასებიდან გამომდინარე. (შეგახსენებთ რომ „პლატსი“ არის ფასი რომელიც დგება გენუის ბირჟაზე თეთრ  ნავთობპროდუქტებზე და ეს ფასი არის ორიენტირი  საწვავის მწარმოებელთათვის და ტრეიდერებისათვის.)

სწორედ 2006 წლამდე აზერბაიჯანიდან შეძენილ საწვავზე იმპორტიორი ( ტრეიდერი) საწვავის შეძენისას მწარმოებლიდან (იგივე „სოკრი“-დან იღებდა  „დისკონტს“(ფასდაკლებას) პლატსის ფასიდან და ეს ფასდაკლება ზოგჯერ 20 %-დან 40-% მდე მერყეობდა. შემდეგ ამ დაკლებულ ფასს ემატებოდა გადაზიდვის ღირებულება ,რკინისგზა ყოველ 600 კმ ზე ტრანპორტირების ფასი განისაზღვრავრებოდა 35 $ ის ოდებობით. მოკლედ რომ ვთქვათ,   აზერბაიჯანიდან  საქართველოს საზღვრამდე  მოტანილი საწვავაის ფასი  განისაზღვრებიდა ( დგებოდა) „პლატს“-ს მინუს 20$ -დოლარიდან ზოგჯერ  70$- მდე სხვაობითაც კი.

ახლა რა შეიცვალა „სოკარი“-ს საქართველოდან შემოსვლის დღიდან

თავდაპირველად როდესაც  „სოკარი“- შემოვიდა საქართველოში, მენეჯმენტში იყო კადრები,  რომლის მიზანს და ინტერესს წარმოადგენდა რაც შეიძლება დაბალი ყოფილიყო საქართველოში შემოსული საწვავის თვითღირებულება, თუმცა ეს მდგომარეობა სულ რაღაც მაქსიმუმ 2 წელი გაგრძელდა, შემდეგ კი ხელმძღვანელობა შეცვალეს.

2006 წლის მერე, მოიშალა  აზერბაიჯანელი მწარმოებლიდან „დისკონტი“-ს ფორმულა. ანუ მწარმოებელი ყოველგვარი ფასდათმობის გარეშე საქართველოში უკვე არსებული თავისი წარმომადგენლის საშუალებით მაქსიმალურ ფასში აწვდის საქართველოს ბაზარს საწვავს. ფაქტიურად მწარმოებელმა „ამოაგდო“  ქართველი იმპორტიორი ბაზრიდან.

ზემოთაღნიშნულ ოფშორულ კომპანიებზე თუ დაინტერესდება ვინმე სად, რა,  რატომ იზრდება საზღვრამდე საწვავის ფასები საქართველოსთვის , თუ პირდაპირ იქ  მწარმოებელსა და აქ  მიმღებს შორის ვერ აღმოაჩენს ასეთ შუამავალ კომპანიას, მაშინ შეუძლია აზერბაიჯანული მხარის  სარკინიგზო გადაზიდვების კონრტაქტებში აღმოაჩნდეს   ასეთი ოფშორული კომპანია,  სადაც ტრანსპორტირების ფასი გაზრდილი იქნება. ისე ჩვენთვის  რა მნიშვნელობა აქვს ფასს  რომელი შუამავალი ოფშორული კომპანია გაზრდის ფასს  მწარმოებლის თუ გადამზიდავის, ფაქტი სახეზეა საწვავი  საზღვრამდე ძვირად შემოდის.

მაგრამ, აქ არის დასაფიქრებელი ერთი რამ, რაზეც ხელისუფალმამ  უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვგულისხმობთ იმას, რომ  ვინ ჩაანაცვლა ეს ქართველი იმპორტიორები? სავარაუდოდ, არსებობს ოფშორული კომპანიები,  რომლის საშუალებით ჩანაცვლდა ქართველი იმპორტიორრები და სწორედ იმ გამქრალ „დისკაუნტ“-საც ისინი დაეპატრონენ. საუბარი მაქვს იმაზე, რომ  ფასი  გაზრდილია  ხელოვნურად ქვეყნის საზღვრამდე,  სად  და ვისთან ილექება ის „დისკონტი“-ს მარჟა გასარკვევია.

მოლედ, ბევრი რომ არ ვისაუბროთ, 2006 წლამდე საწვავის ფასი საზღვრამდე , მოტანილი   „პლატს„   მინუსით –  2008 წლიდან  სოკარმა „პლატს“ პლიუსით მყარად და გრძელვადიანად შეცვალა და დაამკვიდრდა.

ეს რომ სავარაუდოდ ასეა  და აზრბაიჯანიდან  საქართველის საზღვრამდე საწვავის წარმოქმნის ფასებზე  მთლად ყველაფერი წესრიგში რომ არ არის,  ამაზე ეჭვს იწვევს სხვა  გარემოებაც, მაგალითად, გადავხედოთ,   რა ფასებია  მომხმარებლისათვის დღეისათვის  ჩვენ სამეზობლოში,  შედარებისათვის ფასები დავთვალეთ ლარებში დღევანდელი კურსის გათვალისწინებით. მაგალითად : რუსეთში საწვავის ფასი რეგულარის 1,60 ლარის ფარგლებშია, აზერბაიჯანში 1,82 ის ფარგებში . თუ  ოპონენტები იტყვით, რომ ეს ქვეყნები მწარმოებელი ქვეყნებია და არაა გასაკვირი, რომ შიდა პოლიტიკით დაბალი ფასი ედოთ ავტოგასამართ სადგურებზე, მაშინ გეტყვით, რომ სომხეთში ფასი რეგულარის ბენზინზე  3.30  ლარია ,ხოლო დიზელის 3,36 ლარის ფარგლებში.

(გადაანგარიშებულია  დღეის მონაცემებით ლარებში)

ბუნებრივია ჩნდება კითხვები : რატომაა ასეთი ფასები დღეს სომხეთში? როდესაც  ასეთი ფასები არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებსაც არ აქვს დღეს საქართველოში?

სომხეთში მიმავალმა საწვავმა, უნდა გაიაროს ბათუმის ან ფოთის ტერმინალი გადამუშავდეს, კერძოდ გადმოიტვირთოს ტანკერიდან, შემდეგ  ჩაესხას ვაგონებში და გაიაროს საქართველოს ტერიტორია (შესაბამისად, ეზრდება ტერმინალის მომსახურეობის ხარჯები და  ტრანსპორტის ღირებულებაც ემატება) და მერე უნდა შევიდეს სომხეთში. რატომაა მათი საწვავის ფასი საზღვრამდე გაცილებით ნაკლები ვიდრე ჩვენთან? ვინ და რატომ „წურავს“  საქართველოს მაღალი ფასებით?

 საზღვრამდე ფასწარმოქმნის „ეშმაკი“  საქართველოსათვის  სწორედ   დეტალებში იმალება

არახალია ისიც , თუ რა საკადრო პოლიტიკაც აქვს „სოკარ“-ს და  უკვე წლებია თუ დავაკვირდებით „სოკარის“ ინტერესი გაცდენილია კომერციულ ანუ მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო პერიოდში რამდენი მიწა და ქონება აქვს შეძენილი. მიწისა და უძრავი ქონების შეძენა წლების მანძილზე ხდებოდა, როგორც პირდაპირი შესყიდვებით, ასევე სხვა გზებით. სხვა გზებში ვგულისმობთ შემდეგ  სქემას, კერძოდ: „სოკარი“  წლების განმავლობაში საქართველოში შემოსულ საწვავს  კომპანიებზე ყიდდა „კონსიგნაციითაც“ ანუ ფულის გადახდის, წინასწარი ანგარიშისწორების  გარეშე,  გაყიდული საწვავის ღირებულების უზრუნველსაყოფად   გირაოში იტოვებდა მიწსა და უძრავ ქონებას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რათქმაუნდა ეს ქონება კანონიერად  რჩემოდა  კომპანია „სოკარს“, შეიძლება საკმაოდ ძვირიც უჯდებოდათ.

ეს ისე განსჯისათვის,  ახლა დაუბრუნდეთ ისევ საწვავის ფასებს რა ხდება და რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

ახლა დავაკვირდეთ ფასების პოლიტიკას საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე

დიდი მიხვედრა აქ სჭირდება და თვალში საცემია უკვე საკმაო დიფერენცირებული ფასები თავად ბრენდულ გასამართ სადგურებზეც კი.

მაგალითად „ვისოლი“, „რომპეტროლი“, „გალფი“, „ლუკოილი“ და „სოკარი’-ს  ავტოგასამართ სადგურებზე ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე თუნდაც „პორტალის“-ა  „ეკო პეტროლის“  და სხვა ავტოგასამართებზე. ეს უკანასკნელნი კი  საწვავით სწორედ „სოკარი“-დან მარაგდებიან.  თუ ვინ არიან ამ ავტოგასამართი ქსელის მფლობელები და რატომ სარგებლობენ ასეთი დაბალი ფასებით პრივილეგირებული პირობებით დაინტერესებულ პირებს თავად შეუძლია გაარკვიოს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რატომ არის, რომ თავად „სოკარი“-ს ავტოგასამართ სადგურებზე ფასები მაღალია და იმ ავტოგასამართებზე რომლებიც „სოკარი“-დან მარაგდებიან ფასი დაბალია?

შემოდის თუ არა საქართველოში აღურიცხავი საწვავი და რამდენად მოწმდება დაბალფასიანი საწვავის ხარისხი ყოველი შემოტანის წინ?.

უბრალოდ   გვიჩნდება ვარაუდი ამ მხრივ კვლავ ამუშავებულია 90-იანი წლების სქემა. ვგულისხმობ შემდგომს: ადრე, როდესაც თავად აზერბაიჯანში საწვავით იტვირთებოდა სარკინიგზო ვაგონები, ხდებოდა მათი გადავსება ,თითოეულ ვაგონში ზედმეტად ისხმებოდა 600- 1000 ლიტრამდე მეტი და საბუთებში შესაბამისად, მითითებული იყო ამ რაოდენობით ნაკლები. შესაბამისად, საქართველოში შემოსული საწვავი, როგორც ადრე  და ახლაც,  ბაჟდება საბუთებისა და ინვოისის მიხედვით.

არც მაშინ  ხდებოდა და არც დღეს არავინ იწუხებს თავს   საწვავით შემოსული ვაგონ-ცისტერნების მოცულობების აღწერაზე  ლიტრაჟში და მის კუთრი წონასთან გადაანგარიშებით ( ჰაერის ტემპერატურის გათვალისწინებით)  რეალური შემოსული წონის შედარებას, საბუთებში აღნიშნულ რაოდენობებთან.

ახლა  მკითხველი ან დაინტერესებული პირი  თუ იფიქრებს,  რომ თითოეულ ვაგონზე 600 დან 1000 ლიტრამდე რაოდენობა არაფერია –  ძალიან ცდება.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს თვიურ მოხმარებას, რომელიც  ათასობით ტონაა,  შესაბამისად აღურიცხავი საწვავის სოლიდური მოცულობაც გროვდება.

შესაბამისად, ლოგიკურად პასუხი გაცემულია რატომაა დაბალი ფასები ზოგ ავტოგასამართზე, ანუ ხვდება ამ აღურიცხავი საწვავის დამატება ეგრეთ წოდებულ „პრავად“ შეძენილ მოცულობებზე . (რა თქმა უნდა არსებობს ამ აღურიცხავი საწვავის 30%-მდე დაბალი ფასით გაყიდვის მექანიზმებიც, თუ ხელისუფას დააინტერესებს შეუძლია ადვილად გაშიფროს ეს სქემა. ამაზე ამ ეტაპზე აქ არ ვისაუბრებთ.

პროფესიონალი, ვინც ამ სტატიას კითხულობს  და 30%-მდე ფასდაკლება ყურში ცუდად მოესმება ,მიხვდება რომ ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი ამ შემთხვევაში შორს არ წასულა)

გამომდინარე იქედან, რომ მაღალი ფასები საწვავზე, პირდაპირ და ირიბად მოქმედებს პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებსა და მომსახურეობაზე,მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებლებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ყველაფერ ამაში  კომპანია „სოკარს “ საზღვრამდე საწვავზე ფასწარმოქმნის მექანიზმებითა  და  ტრანსპპორტირებაზე ფასნამატი  სქემებით ,  არც თუ ისე „მოკრძალებული“  წვლილი შეაქვს  ჩვენს ეკონომიკაში.

რა სარგებელი ნახა საქართველომ სოკარის შემოყვანით   წინა ხელისუფლების დროს?

გაუქმდა „დისკონტი“ , ხელში ჩაიგდო ტრანსპორტირება „სოკარმა“  ოფშორული კომპანიების  მეშვეობით და გააძვირეს საწვავი საქართველოს საზღვრამდე  და ამით შეექმნა ფონი „ლუკოილს“-საც და შესაძლოა „რომპეტროლსაც“ ,რომ  აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იმყოფება სტრუქტურულად.

ყოველივე  ზემოთხსენებულს ჩვენ  ქვეყნის სიყვარული და მოსახლეობის გაჭირვებული მდგომარეობა გვალაპარაკებს.  პირადად მე  ხელისუფლებას  იმ საკითხში, რომ საწვავის ფასი მაღალია, დიდად არ ვადნაშაულებ, ვფიქრობ,  ყოველივე ზემოთაღნიშნული მათი მონაწილეობის გარეშე ხდება, ამიტომ კარგი იქნება თუ დაინტერესდებოდა აღნიშნული საკითხებით.

არის თუ არა გამოსავალი იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ძვირიანი საწვავის პრობლემის საკითხი. დაბრუნდეს  რეალური კონკურენციული გარემო იმპორტიორებს შორის და დამთავრდეს კარტელური გარიგებები გასაყიდ ფასებზე?

რა თქმა უნდა, არის  გამოსავალი. ჩვენ გვაქვს პროექტი, სქემა თუ რა არის გასაკეთებელი ამ კუთხით. ახლა თუ ვინმე ფიქრობს , რომ ამ რეცეპტს აქ ღიად დავდებთ ეგ არ მოხდება.

სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს პრემიერს იმპორტიორებთან საწვავის ფასის დაწევასთან დაკავშირებით თხოვნები და მუდარა არ უნდა უწევდეს.

ვისაც აინტერესებს, აწუხებს  და ხელეწიფება მოაგვაროს საწვავის მაღალ ფასებთან   დაკავშირებული საკითხები ისე  ,რომ კმაყფილი იყოს ბიუჯეტიც ამ სექტროიდან საგადასახადო  შემოსავლებით, იმპორტიორებიც გაყიდვებით და მთავარი , მოსახლეობა შედარებით დაბალი ფასებით უზრუნველყოფილი გვყავდეს ,  სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მიგვიწვიოთ შეხვედრის მაგიდასთან და გაგაცნობთ ჩვენს ხედვას ამ საკხთან დაკავშირებით.“

წყარო: akhalitaoba.ge

Leave a Reply

Menu Title