ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 7 %-ით გაიზარდა.

ირანი მზადაა საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები ააშენოს

ირანი მზად არის საქართველოში ელექტროსადგურები და ელექტროგადამცემი ხაზები ააშენოს. ირანული მედიის ცნობით, ირანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და მარიამ ვალიაშვილი ერთმანეთს თეირანში შეხვდნენ. ირანული მხარის ცნობით, ირანული ელექტროენერგია ქართულს შესაძლოა სომხეთის ელექგტროგადამცემი ხაზებით დაუკავშირდეს.

2 წლის განმავლობაში დასრულდება ირანის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა სომხეთში, რომლითაც ელექტროენერგიის გაცვლა ტაჯიკეთთან იქნება შესაძლებელი. დღეისათვის სომხეთსა და ირანს შორის ორი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ფუნქციონირებს, რომელთა მეშვეობით მეზობლები ელექტროენერგიის სეზონურ გაცვლას ნულოვანი სალდოთი აწარმოებენ.

ირანი ამ ეტაპზე ელექტროენერგიით, სომხეთთან, პაკისტანთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ერაყთან და ავღანეთთან ვაჭრობს. ქვეყნის მიერ წარმოებულმა ენერგიამ 70,000 მეგავატს გადააჭარბა, რაც 263 კვ საათია. ირანის ენერგეტიკის მინისტრმა კი განაცხადა, რომ წარმოების გაზრდას მომდევნო 5 წლის მანძილზე 100 000 მეგავატამდე აპირებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ საუბარი აგვისტოში განახლდება, როდესაც ქვეყანაში ირანისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა.

საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტზე მზაობა ირანმა ჯერ კიდევ 2013 წელს გამოთქვა.

Leave a Reply

Menu Title