აზერბაიჯანი და ბულგარეთი გაზის სამხრეთის დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობას განიხილავენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანელმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გლობალური და რეგიონული მომარაგებისთვის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე, როგორიცაა გაზის სამხრეთის დერეფანი. მინისტრმა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯებისთვის თავისი ქვეყნის მზადყოფნა დააფიქსირა.

პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საბერძნეთ–ბულგარეთის ინტერკონექტორზე, რომლის მეშვეობითაც მისი ქვეყანა გაზის სამხრეთის დერეფნის TAP–ის მონაკვეთს დაუკავშირდება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title