თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, საბერძნეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს განაგრძობს. ამის შესახებ Deutche Welle გამოცემა Die Welt-ზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საბერძნეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინა პერიოდის დონეზეა. ნავთობის იმპორტი ბერძნული ტანკერების მეშვეობით ხორციელდება. ყოველდღიურად საბერძნეთი რუსეთისგან 4,5 მლნ ბარელ ნავთობს ყიდულობს, რომლის ფასი 509 მლნ აშშ დოლარია.

ეს იმ დროს ხდება, როდესაც ამერიკელი და ევროპელი დილერების უმეტესობამ რუსულ ნავთობის კომპანიებთან ყოველგვარი კონტაქტები შეწყვიტეს.

Lloyd’s-ის ინფორმაციით, აპრილში პრიმორსკის, ნოვოროსიისკის და უსტ-ლუგის პორტებიდან 190 ტანკერი გავიდა, რომელთაგან 76 ბერძნული იყო. გამოდის, რომ 2021 წელთან შედარებით საბერძნეთმა რუსული ნავთობის ტრანსპორტირება სამჯერ გაზარდა.

უკრაინის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ კომპანიები და ქვეყნები, რომლების რუსეთის სამხედრო დანაშაულებს აფინანსებენ, ასევე, სანქციების ქვეშ მოექცევიან. მაისის დასაწყისში  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთის ნავთობზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს. საბერძნეთი, რომელსაც მსოფლიოში ტანკერების უდიდესი ფლოტი ჰყავს (716 ტანკერი), ამ აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის, რადგანაც ეს მის ტანკერების ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის.

Leave a Reply

Menu Title