ლექსანდრ ნოვაკი: რუსული ნავთობკომპანიები, ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნავთობის გასაყიდად ახალი ბაზრები იპოვა და ნედლეულის მიწოდებას გაზრდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში და სხვა მიმართულებითაც.

მისი თქმით, რუსეთში ნავთობის მოპოვება მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია, გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები კი სტაბილური.

ნოვაკის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანიები ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს. „ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ არიან ახალი მყიდველები, მათ შორის შეინიშნება მიმწოდებლების მოცულობის ზრდა სხვა მიმართულებით, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში,” – თქვა მან.

ამასთან, ნოვაკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ასევე იკვლევს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციისთვის. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს „აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის მილსადენის“ გაფართოება ჩინეთში“, – აღნიშნა ნოვაკმა.

Leave a Reply

Menu Title