იანვარ-აპრილში ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობისა და გაზის იმპორტი

ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8,9%-ით შემცირდა და 35,86 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო ნავთობი – 4,8%-ით და 170,88 მლნ ტონა შეადგინა.

ამასთან, ღირებულებითი თვალსაზრისით, გაზის იმპორტი ჩინეთში 59,9%-ით გაიზარდა და 21,64 მლრდ დოლარი შეადგინა, ნავთობი – 49,7%-ით და 116,07 მლრდ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, ბლუმბერგმა ტრეიდერებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ჩინელი მომხმარებლები, მათ შორის Sinopec და Petrochina, აპირებდნენ რუსული ნედლეულის შეძენას, რადგან ისინი მაშინ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დიდი ფასდაკლებით იყიდებოდა.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title