ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

გერმანია გაზის მიწოდების შეფერხების კომპენსირებს ნორვეგიიდან გეგმავს

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტების შეზღუდვების გამო, გერმანიაში გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებები შესაძლოა ნორვეგიის გაზით იქნას კომპენსირებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Spiegel Online-ს ოპერატორ Open Grid Europe-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

შეფერხება “შესაძლოა აინაზღაურდეს ნორვეგიიდან გაზის დამატებითი მიწოდებით”, – აღნიშნა ესენში დაფუძნებული ოპერატორის, Open Grid Europe-ის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლონეთმა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ აუკრძალა მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.

ერთი დღით ადრე კი, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა გამოაცხადა, რომ 11 მაისიდან, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, აჩერებს ევროპაში გაზის ტრანზიტს “სოჰრანივკას” სადგურის გავლით, რადგან კომპანია ლუგანსკის რეგიონში მდებარე “ნოვოპსკოვის” სასაზღვრო საკომპრესორო სადგურზე კონტროლს ვერ ახორციელებს.

Leave a Reply

Menu Title