რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს.

„ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, – განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული.

ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო მაღალ ფასებში მოუწევთ“, – განაცხადა მინისტრმა.

Leave a Reply

Menu Title