კრემლი ნავთობისა და საწვავის გაყიდვიდან თვეში 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს

უსეთში კომპანიების გლობალური ბოიკოტის მიუხედავად, ნავთობიდან და საწვავიდან მიღებული შემოსავალი პირველ ოთხ თვეში 50%-ით გაიზარდა. აგრესორი ქვეყანა ნავთობისა და საწვავის გაყიდვიდან თვეში 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. იტყობინება Bloomberg.

„ამგვარად, რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან 50%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის ოთხ თვეში გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ სანქციების გამო ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი.

ამავდროულად, ნავთობის გიგანტებმა, როგორიცაა Shell და TotalEnergies, პირობა დადეს, რომ შეაჩერებენ რუსეთიდან შესყიდვებს. სამაგიეროდ, რუსული ნავთობის მყიდველები ჩინეთი და ინდოეთი არიან“, – წერს მედიასაშუალება.

Leave a Reply

Menu Title