ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

უკრაინაში ბენზინის 5 დღის, ხოლო დიზელის 3 დღის მარაგია – ელის თუ არა ქვეყანას საწვავის დეფიციტი

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თუ რამდენი ბენზინისა და დიზელის საწვავი დარჩა უკრაინაში.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  უკრაინას დღეს ბენზინის ხუთდღიანი მარაგი აქვს, ხოლო დიზელის საწვავისთვის ეს მაჩვენებელი სამი დღეა.

უწყების განცხადებით, უკრაინაში საწვავის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

ამის შესახებ პირველმა ვიცე -პრემიერმა – ეკონომიკის მინისტრმა სვირიდენკომ  განაცხადა.

,,ჩვენთან, ოპერატორების ნორმალური ბიზნეს მოდელის პირობებში, ეს რეზერვები უნდა იყოს მინიმუმ 15 დღე”, – თქვა მან.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეკონომიკის სამინისტრო ნავთობპროდუქტების იმპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, აიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა მათ პორტებს მიეღოთ ტანკერები ნავთობპროდუქტებით უკრაინისთვის.

დაგეგმილია, რომ მაისში ნავთობპროდუქტების იმპორტი სარკინიგზო ტრანსპორტით 180 ათას ტონამდე გაიზრდება (მარტში – 35 ათასი ტონა), საავტომობილო გზით – მინიმუმ 85 ათასი ტონა (მარტში – 5 ათასი ტონა).

როგორც ცნობილია, უკრაინაში საწვავის დეფიციტი ბენზინგასამართ სადგურებზე აპრილის ბოლოდან შინიშნება 29 აპრილს დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ ბენზინსა და დიზელზე ზღვრული ფასები 40-43%-ით გაზარდა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title