„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად იტალია ხმელთაშუა ზღვის კავშირებს აძლიერებს

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, იტალიას სურს კავშირების და ვაჭრობის გაძლიერება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან, როგორიცაა ალჟირი და ლიბია.

გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ და სურს დაეხმაროს ლიბიას შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზებაში, რომელიც წარსულში ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი იყო.

იტალია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც დააკავშირებს აფრიკას და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთან ევროპაში.

“უნდა გავაძლიეროთ ენერგეტიკული თანამშრომლობა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის. გვინდა, ორგანიზება გავუწიოთ ენერგეტიკულ ტრანზიციას მთელს რეგიონში”, – განაცხადა მარიო დრაგიმ.

იტალია გეგმავს დახარჯოს 1,5 მილიარდი ევრო ქვეყნის სამხრეთის პორტების მოდერნიზებასა და ხმელთაშუა ზღვაში ვაჭრობის განვითარებაზე.

დრაგიმ ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს სურსათის მარაგების გაზრდაზე, რადგან უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების შეჩერება საფრთხეს უქმნის “სტაბილურობას აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში”.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply

Menu Title