უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის, რათა რუსული გაზის საფასური გადაიხადოს. Bloomberg-ის ცნობით, 20 ევროპელ კლიენტს უკვე გახსნილი აქვს რუბლის ანგარიში, ოთხმა მათგანმა კი უკვე გადაიხადა.

Eni-ს წარმომადგენელმა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე იტალიურ კომპანიას გადახდის ახალი მექანიზმისთვის არ მიუმართავს და გაზის საფასურს ის მხოლოდ ევროში იხდიდა. გადახდის შემდეგი რაუნდი მაისის მეორე ნახევარში შესრულდება.

იტალია გაზის 40%-ს სწორედ რუსეთიდან იღებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის თქმით, ქვეყანა რუსული გაზის შემცვლელის ძიებაშია, მათ შორის ყველაზე რეალური კანდიდატია ჩრდილოეთ აფრიკა.
წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title