აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

ფინეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებს

ფინური გაზის კომპანია „გასუმი“ აცხადებს, რომ არ გადაიხდის რუსული გაზის საფასურს რუბლებში და არ გამოიყენებს „გაზპრომის“ მიერ შემთავაზებულ გადახდის სქემას.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაზპრომთან“ გრძელვადიანი გაზის კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ახლა სადავოა და „გაზპრომთან” საარბიტრაჟო დავას დაიწყებს.

„არ ვიღებთ „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას, გადავიდეთ რუბლში გადახდაზე და, შესაბამისად, არ განვახორციელებთ გადახდებს რუბლში ან „გაზპრომ ექსპორტის“ მიერ შემოთავაზებული გადახდის შეთანხმების მიხედვით,“- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი დავა ხელშეკრულებით წარმოდგენილ სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით.

„საერთო ჯამში, ეს არის ის, რასაც „გასუმი“ ვერ მიიღებს და გადაწყვიტა, მიწოდების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დავა არბიტრაჟში გადაიტანოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მარტში განაცხადა, რომ „არამეგობრულმა“ სახელმწიფოებმა რუსეთისგან მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ და არა ევროსა და დოლარში, როგორც ამას მათთან გაფორმებული კონტრაქტები ითვალისწინებს. რუსეთის მიერ შეთავაზებული სქემის მიხედვით, მყიდველებს შეუძლიათ გადარიცხონ ევრო ან დოლარი რუსეთის „გაზპრომბანკის“ ანგარიშზე, რომელიც შემდეგ თანხას რუბლში დააკონვერტირებს და მეორე ანგარიშზე გადაიტანს, საიდანაც გადახდა განხორციელდება.

Leave a Reply

Menu Title