საუდის არაბეთი 2027 წლისთვის ნავთობის მოპოვების 13 მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს

საუდის არაბეთის სამეფო განიხილავს ნავთობის მოპოვების გაზრდას 13 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში 2027 წლის დასაწყისისთვის. ორშაბათს, ენერგეტიკის მინისტრ აბდულა აზიზ ბენ სალმან ალ საუდის ბაჰრეინში,  ენერგეტიკულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„სამეფო აპირებს ეტაპობრივად გაზარდოს ნავთობის მოპოვება 1 მილიონი ბარელით დღეში 2026 წლის ბოლოსთვის ან 2027 წლის დასაწყისისთვის 13 მილიონ ბარელზე მეტი დღე/ღამეში“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

ალ საუდმა აღნიშნა, რომ „ინვესტიციები ნავთობის მოძიებასა და მოპოვებაში მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“. მან ასევე დასძინა, რომ „ქვეყანის შიგნით განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება საშუალებას მოგვცემს შემდგომი კონცენტრირება მოვახდინოთ ნავთობის ექსპორტზე და გავზარდოთ სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებული ნედლეულის რაოდენობა“.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მაისის ანგარიშის მიხედვით, OPEC+-ის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საუდის არაბეთმა შეძლო მცირედით გაეზარდა ნავთობის მოპოვება აპრილის თვეში.

Leave a Reply

Menu Title