პუტინი: “ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე უა­რის თქმით, ეკო­ნო­მი­კურ თვით­მკვლე­ლო­ბას სჩა­დის”

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე უა­რის თქმით, ეკო­ნო­მი­კურ თვით­მკვლე­ლო­ბას სჩა­დის.

მისი თქმით, დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით, “სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის გამო და ამე­რი­კე­ლი მბრძა­ნებ­ლის წნე­ხის ქვეშ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აწე­სე­ბენ სულ მეტ ახალ სან­ქცი­ას ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ბა­ზარ­ზე”.

“რუ­სულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­თან ერ­თად ევ­რო­პი­დან მსოფ­ლი­ოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში გავა მო­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი “აუტ­და­ფე“, თვით­მკვლე­ლო­ბა, რა თქმა უნდა, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ში­ნაო საქ­მეა“, – გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ხდე­ბა ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბის მქო­ნე რე­გი­ო­ნი. რო­გორც პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, და­სავ­ლე­თი უარს ამ­ბობს აღი­ა­როს, რომ ინფლა­ცი­ის სწრა­ფი ზრდა სწო­რედ შე­მო­ღე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს და დამ­ნა­შა­ვეს “სხვა­გან“ ეძებს.

მი­სი­ვე თქმით, ამ ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სეთ­მა უნდა იმოქ­მე­დოს პრაგ­მა­ტუ­ლად და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

“სა­ხელ­მწი­ფო გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რათა შევ­ქმნათ კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად პი­რო­ბე­ბი – გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ლო­ჯის­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყოს ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სის­ტე­მა ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში“, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გაზ­რდის ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სეს­ხე­ბი­სა და სა­და­ზღვე­ვო სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, ხელს შე­უ­წყობს ნედ­ლე­უ­ლის ღრმა გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ექ­ტებს და შიდა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის სა­ბა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას.

 

Leave a Reply

Menu Title