ექსპერტები: გერმანიამ რუსული ნავთობის მოხმარება 35%-დან 12%-მდე უკვე შეამცირა

გერმანიამ, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, უკვე შეამცირა რუსული ნავთობის მოხმარების წილი 35%-დან 12%-მდე. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინელი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფის (Yermak-McFaul group) პრესსამსახურმა განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს.

“ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეწყვიტოს კრემლის დაფინანსება, რომელმაც 20 მილიარდი ევრო გამოიმუშავა ნავთობიდან უკრაინაში სისხლისღვრის 2.5 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ჯგუფმა.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მომზადებული ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა გვთავაზობს უამრავ ნაბიჯს, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ემბარგოს დაწესება რუსულ ნავთობზე. მათ შორისაა ნავთობის მოხმარების შემცირება, საგანგებო რეზერვების გათავისუფლება, სხვა მწარმოებლების ნავთობზე გადასვლა.

ამასთან, ექსპერტების აზრით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ნავთობის მოხმარების შემცირების 10 პუნქტიან გეგმას გვთავაზობს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ღონისძიებების განხორციელება მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში ნავთობზე მოთხოვნას 2.7 მილიონი ბარელით შეამცირებს დღეში მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში.

“OPEC+-ის ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გაზარდონ წარმოება დღეში 3.7 მილიონი ბარელით. აზიიდან, რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებამ, შეიძლება უზრუნველყოს კიდევ 700 ათასი ბარელი ევროპისთვის. ლიბიას შეუძლია მიაწოდოს დამატებით 500 ათასი ბარელი. მსოფლიოში საკმარისად არის ნავთობი,” – აცხადებს ექსპერტების ჯგუფი.

წყარო: realpolitika.ge

Leave a Reply

Menu Title