სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი უკვე მეოთხე თვეა, მცირდება. ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში იმპორტით 70.611 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია შემოვიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 73%-ით ნაკლებია. 2021 წლის აპრილში იმპორტირებული დენის მოცულობა 259.600 მლნ კვტ-სთ-ს შეადგენდა.

რაც შეეხება 2022 წლის 4 თვეს, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი ელექტროენერგიის იმპორტის კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, იანვარში საქართველომ იყიდა 406.361 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, თებერვალში – 357.029 მლნ კვტ-სთ, მარტში – 331.050 მლნ კვტ-სთ და აპრილში 70.611 მლნ კვტ-სთ.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title