ირაკლი ლექვინაძე: ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოქალაქეებისთვის პროდუქციის უფრო მისაღები ფასით მიწოდების რესურსი მოიძებნოს

ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოქალაქეებისთვის პროდუქციის უფრო მისაღები ფასით მიწოდების რესურსი მოიძებნოს, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი კონკურენციის პირობები და ჩვენი სამსახური სწორედ ამას ემსახურება. რაც შეეხება ფასნამატებს, მარტი-აპრილის შედეგები ოდნავ განსხვავებულია იმ ფასნამატებისგან, რომელიც წინა პერიოდში ფიქსირდებოდა, თუმცა, ამ განსხვავებას სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავი იძლევა. კერძოდ, საკმაოდ მაღალია არა ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში და დაახლოებით 19-22 %-ის ფარგლებშია ფასნამატი. სწორედ იმ მსხვილ კომპანიებს, რომლებიც ამ არაევროპული ქვეყნებიდან ახორციელებდნენ საწვავის იმპორტს, ჰქონდათ აპრილში უფრო მეტი გაიაფების რესურსი. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, იქ დაახლოებით 2-3%-ის ფარგლებშია ფასნამატის მაჩვენებელი. ამ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოიძებნოს რესურსი მოქალაქეებისთვის უფრო მისაღები ფასით პროდუქციის მიწოდების“, – განაცხადა ლექვინაძემ.

Leave a Reply

Menu Title