ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი, ექსპორტის გაორმაგების მიზნით, ქვეყნის უდიდესი ნავთობის საბადოს გაშვებას გეგმავს

ირანი გეგმავს ქვეყნის უდიდესი – „აზადეგანის“ ნავთობის საბადოს გაშვებას ნავთობის ექსპორტის გაორმაგებას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამის შესახებ ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის მმართველმა დირექტორმა, მოშენ ჰოჯასტეხმერმა განაცხადა.

აღნიშნულია, რომ პოტენციურად ირანს შეუძლია შეცვალოს ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყველა მარაგით ზღვით.

გამოცემა „როსბალტი“ Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია აპირებს ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმებას დარგის განვითარების დასაფინანსებლად. მისი მარაგი 32 მილიარდ ბარელად არის შეფასებული. ამავდროულად, რუსეთის ყველა მარაგი დაახლოებით 100 მილიარდ ბარელად არის შეფასებული.

ირანი მსოფლიო ბაზარს დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელით ამარაგებს, მაგრამ უკვე 2023 წელს აპირებს მოცულობის გაზრდას 1,4 მილიონ ბარელამდე. ჰოჯასტეხმერის თქმით, მოცულობები შეიძლება გაორმაგდეს.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title