მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ჩინეთმა მზის ენერგიაში ინვესტიციები გაასამმაგა

ჩინეთმა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მზის ენერგიის პროექტებში ინვესტიციები გაასამმაგა. გადაწყვეტილებამ ქვეყნის სუფთა ენერგიის სიმძლავრე რეკორდულად გაზარდა.

იანვრიდან აპრილამდე პერიოდში ქვეყანამ მზის ენერგიაში $4.3 მილიარდის ინვესტიცია ჩადო, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 204%-ით მეტია.

ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა განახლებადი ენერგიის სიმძლავრეებით, მზისა და ქარის ენერგიის პროექტებში ინვესტიციებს უსწრაფესად ზრდის. ქვეყნის მიზანია შექმნას უფრო დიდი და მოქნილი ქსელი, რათა მიაღწიოს ნახშირბადის ემისიების შემცირების მიზანს 2030 წლისთვის და ნულამდე დაიყვანოს ის 2060-ისთვის ან უფრო ადრე.

ნაციონალური ენერგიის ადმინისტრაციის (NEA) ცნობით, ქვეყანა საერთო სიმძლავრეს წელს რეკორდულ 220 გიგავატს დაუმატებს. ამასთან, ქვანახშირი ქვეყნის ენერგიის მიქსში გადამწყვეტი როლის შესრულებას გააგრძელებს. პეკინი ასევე გეგმავს საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურები განახლებადი ენერგიისთვის შემცვლელი საშუალება გახადოს.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply

Menu Title