სულხან ზუმბურიძე: ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

სულხან ზუმბურიძე: ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები და ყველანაირად მზად ვარ, რომ ზამთარს შევხვდეთ მობილიზებულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, სადაც ენერგეტიკული კომპანიების მიერ მუშაობის ერთობლივი ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

როგორც სულხან ზუმბურიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ენერგოკომპანიები და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს თავის გეგმებს თუ როგორც ემზადებიან ზამთრის პერიოდისთვის, რა სარეაბილიტაციო სამუშაოები გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდისთვის ყველანაირი მობილიზება გვაქვს. ის სამუშაოები, რაც დაგეგმილი იყო ამ პერიოდისთვის განვახორციელეთ. ამავდროულად შევქმენით საკმაოდ ძლიერი მობილური ჯგუფები იმ სიტუაციისთვის თუ იქნება ბუნებრივი კრიზისები. ჩვენ არ ვართ დაზღვეული ბუნებრივი კრიზისებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მზად ვართ იმისთვის, რათა პასუხი გავცეთ ყველანაირ მოვლენას, რაც იქნება ელექტროსისტემაში. ამისთვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები და ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ზამთარს შევხდეთ მომზადებულები”, – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

რაც შეეხება ტარიფებს, მისივე თქმით, ტარიფების გადახედვა წელს უკვე მოხდა და წლის ბოლომდე ტარიფებთან მიმართებაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

“ის შემოსავლები რაც გვაქვს, ახალი ტარიფებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ გავმართოთ ტექნიკურად ჩვენი მოწყობილობები, ჩვენი სისტემა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ზამთარს შევხდეთ მობილიზებულები”, – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
ანგარიშის პრეზენტაციას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სტუდენტები და მედია ესწრება.

Leave a Reply

Menu Title