სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

სემეკი: მნიშვნელოვანია გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება, მათ შორის თურქეთზე წვდომა

2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.6% – ადგილობრივი მოპოვებით.

სემეკის ანგარიშის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საშუალოდ საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2021 წელს 11 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს.

საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა თერთმეტმა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 94%-ს შეადგენდა, ხოლო ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 3109 შეადგინა, რაც ასევე მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს.

“იმ პირობებში, როდესაც ბუნებრივი გაზის იმპორტის დონეზე ბაზარი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, საბითუმო დონეზე ვაჭრობაში კონკურენციის განვითარება შეუძლებელია სპეციალური ზომების დაწესების გარეშე. გრძელვადიან
პერსპექტივაში მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება (მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზისა და თურქეთის ბაზარზე წვდომა, ე.წ. სვოპების მეშვეობით საქართველოს ბაზარზე შემოტანა), რაც სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიმწოდებელთა დაინტერესების შემთხვევაში განხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების, მათ შორის ბიოგაზების წარმოების წახალისება და ქსელში ინტეგრაციის ხელშეწყობა”,- აცხადებენ სემეკში.

როგორც სემეკში ამბობენ, სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით. საბითუმო დონეზე
სოციალური გაზის ფასის შეფასება შესაძლებელია კომისიის მიერ სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ფასის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სხვადასხვა დონის სუბსიდირების გათვალისწინებით საშუალოდ 0.30 თეთრი/კუბ.მ-ს შეადგენს. რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს, 2021 წელს ბუნებრივი გაზის საშუალო ფასმა ვაჭრობის ამ დონეზე 0.57 ლარი/კუბ.მ შეადგინა.

“შედარებისათვის საინტერესოა ბუნებრივი გაზის ფასები ევროპის საბითუმო ბაზრებზე. განსხვავებით საქართველოსაგან, ევროპის ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზრებზე (ე.წ. ჰაბებზე) ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება სეზონების მიხედვით, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობიდან გამომდინარე. ევროპის ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზრებზე, ერთი მხრივ, მოთხოვნის ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, მიწოდების მხარეს წარმოქმნილი შეფერხების ფონზე,
გასულ წლებთან შედარებით, 2021 წელი ბუნებრივი გაზის ფასების დამატებითი მერყეობითაც გამოირჩეოდა. ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელი სიმძლავრეების გაზრდის და ახალი დამაკავშირებლების მშენებლობის პარალელურად, სხვადასხვა ბაზრის ფასი მიისწრაფვის ერთმანეთისაკენ”, – ამბობენ სემეკში.

Leave a Reply

Menu Title