უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ეს შესაძლებელი დაახლოებით ათ წელიწადში გახდება. მისივე თქმით, კიევმა უკვე მოახერხა უარი ეთქვა გარკვეულწილად რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. შედეგად რუსული ბუნებრივი აირის წილი უკრაინის ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჯერად იგი მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს.

ამას გარდა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო მუშაობა რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვისთვის. ამასთან, ოფიციალურ კიევს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე დაწესებული ფასი არასამართლიანია.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title