ჩინეთი ნახშირბადნეიტრალიტეტისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებას აანონსებს

ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად, ჩინეთის მთავრობა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებას აანონსებს. გარდა ამისა, მთავრობის მხრიდან ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკის გამოყენების გაძლიერებაც იგეგმება.

გარდა ამ ყველაფრისა, ჩინეთი, მწვანე და დაბალი ნახშირბადის შემცველი პრაქტიკის წასახალისებლად და ადგილობრივი ხელისუფლების გასააქტიურებლად „სტიმულირებისა და შეკავების მექანიზმის“ შექმნასაც განიხილავს. რეკომენდაციების მიხედვით, ახალი საგადასახადო სისტემა ენერგიისა და წყლის შენახვის ხელშეწყობისა და ემისიების შემცირებისთვის უფრო შეღავათიან პოლიტიკაზე იქნება მორგებული. ხოლო იმპორტის ტარიფები დაბალი ნახშირბადის განვითარების მოთხოვნების შესაბამისად დარეგულირდება.

სათბური გაზების უმსხვილესი მწარმოებელი 2030 წლამდე ნახშირბადის ემისიების პიკის, ხოლო 2060 წლამდე ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავს. ჩინეთი 2026 წლიდან ნახშირის მოხმარების შემცირებას დაიწყებს და ათწლეულის ბოლოსთვის ქარისა და მზის ენერგიას 1200 გიგავატამდე გააორმაგებს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title