მზის ენერგიაზე მომუშავე გემი, რომლის კაპიტანი ხელოვნური ინტელექტია

Mayflower Autonomous გემია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს და მზის ენერგიაზე მუშაობს. ახლახანს კი მან დაასრულა მოგზაურობა ატლანტის ოკეანეში, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღეს ავტონომიური სანავიგაციო სისტემები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სტარტაპები და გლობალური კონგლომერატები ხარჯავენ დროსა და ძალისხმევას ამ ინოვაციის ყოველდღიურობაში შემოსატანად. საზღვაო ინდუსტრიისთვის ავტომატიზაციას ბევრი ბენეფიტის მოტანა შეუძლია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხისაც. ავტომატიზირებული სისტემები მნიშვნელოვანია საწვავის დაზოგვისა და დაბინძურების შემცირების მხრივაც. მსგავსი ნავიგაციისა და ასოცირებული სისტემების ინდუსტრიის ბაზარი 2028 წლისთვის 235 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება.

1620 წელს გემი მეიფლოუერი დიდი ბრიტანეთიდან აშშ-სკენ გაეშურა. ბორტზე 102 მგზავრი იმყოფებოდა. მღელვარე ზღვამ მოგზაურობას ხელი შეუშალა. ამან გემის ჩაძირვაც კი გამოიწვია, მგზავრებმა საბოლოოდ დაასრულეს ტრანსატლანტიკური მოგზაურობა, როდესაც მიაღწიეს მასაჩუსეტსის პლიმუტს, ნაცვლად მათი დაგეგმილი დანიშნულების ადგილისა — ვირჯინიისა.

400 წლის შემდეგ, მისიის იუბილესთან ერთად, ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა ახალი მეინფლაუერი. მათი მიზანი იყო, შეემუშავებინათ გემი, რომელსაც ადამიანის ჩარევა და წიაღისეული საწვავი არ დასჭირდებოდა.

საბოლოოდ მივიღეთ ფუტურისტული, მსუბუქი გემი. გემს აქვს ტვირთის სათავსი და ზღვრული გამოთვლითი სისტემა — ეს ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც საშუალება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტლების მიმღები სისტემა გემის კაპიტნადაც იწოდება.

გემს კვლევითი დანიშნულებაც აქვს. მზის ენერგიაზე მომუშავე გემი სპეციალიზირებული აღჭურვილობითაა დაკომპლექტებული, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მონაცემების შეგროვებაზე ოკეანის სიჯანსაღის დასადგენად და შეისწავლოს ოკეანეში ტალღების მიმოქცევა. მეტიც, წყლის სიღრმეში ის ოკაენის ბინადრებსაც აკვირდება.

წყარო: on.ge

Leave a Reply

Menu Title