იაპონიის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ Idemitsu Kosan მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენზინის მწარმოებელი ქარხანა. აღნიშნული კი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სტაბილური ტენდენციით, რომელიც ბენზინზე მოთხოვნის შემცირებას ეხება. წერს სააგენტო Kyodo.
ეს ქარხანა განთავსებულია იამაგუტის პრეფექტურაში, მას შეუძლია დღე-ღამეში 120 ათასი ბარელი ნავთობის დამუშავება, აღნიშნული მოცულობა კი კორპორაციის საერთო სიმძლავრის 10%-ია.
Kyodo-ს მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Eneos Holdings-იც ანალოგიურად აპირებს მოიქცეს და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქარხანა გააჩეროს
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ბენზინზე მოთხოვნა უკვე 20 წელია მცირდება. აღნიშნული პირველ რიგში, გამოწვეულია მეტად ეკონომიური ავტომობილების გამოჩენით, ასევე ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით – წერს სააგენტო.
წყარო: bpn.ge