საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჯაბა ხმალაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჯაბა ხმალაძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ახალი დირექტორი ფონდის თანამშრომლებს წარუდგინა და ხაზგასმით აღნიშნა მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და გუნდური მუშაობის უნარი.

წარდგენისას, ასევე, დასახელდა ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა მიზანსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარება, მათ შორის, პრიორიტეტულ ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

Leave a Reply

Menu Title