ერაყის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93,27%-ით გაიზარდა და $11,44 მილიარდს მიაღწია.
ამის შესახებ SHAFAQ News-ი, ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანია Somo-ზე დაყრდნობით წერს.
კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის მაისში, ერაყმა დღეში 2,9 მილიონი ბარელი გაჰქონდა, ხოლო წელს ექსპორტის მოცულობა 13,83%-ით გაიზარდა და 3,3 მლნ ბარელი/დღეში შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბარელი ნავთობის საშუალო ღირებულება 65,84 დოლარიდან 111,79 დოლარამდე გაიზარდა.
ამრიგად, მიმდინარე წლის მაისში ერაყის შემოსავალმა ნავთობის ექსპორტიდან რეკორდული, 11,44 მილიარდი დოლარი შეადგინა.
წყარო: bfm.ge