რუსეთის ვიცე-პრემიერი: „გაზპრომის“ ევროპელი კლიენტების უმეტესობა საფასურის რუბლით გადახდაზე გადავიდა“

„გაზპრომის“ მიერ ევროპისთვის მიწოდებული გაზის თითქმის მთელი მოცულობის საფასურის გადახდა რუბლებში ხდება“, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული გაზის მომხმარებელთა 90-95% საფასურს რუბლებში იხდის.

„გაზპრომის“ ევროპელი კლიენტების უმეტესობა გაზს რუბლებში ყიდულობს. ვფიქრობ, მთლიანი მოხმარებიდან თუ ავიღებთ, დაახლოებით 90-95% საფასურს რუბლებში იხდის“, – განაცხადა ნოვაკმა.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც რუსეთისთვის „არამეგობრულ“ სახელმწიფოებს გაზის საფასურის რუბლებში გადახდას ავალდებულებს.

დანიამ, ფინეთმა, ნიდერლანდებმა, ბულგარეთმა და პოლონეთმა გაზის რუბლებში შესყიდვაზე უარი განაცხადეს, რუსეთმა კი ამ ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

Leave a Reply

Menu Title