გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

გერმანიაში და ავსტრიაში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების აღდგენა დაიწყეს

გერმანული და ავსტრიული საინფორმაციო საშუალებები ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების აღდგენის შესახებ ქვეყნის ხელისუფალთა მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ წერენ.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის მიერ პრესასთან გაცხადებული გეგმების თანახმად, გერმანია, გაზის მოხმარების მაქსიმალურად შემცირებას და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების აღდგენას გეგმავს.

ჰაბეკის თქმით, ამჟამად გერმანიის გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი 57%-ია, მიზანი კი საზამთროდ 90%-მდე გაზრდაა. გაზსაცავის სრულად შევსების შემთხვევაში გაზის მარაგი ქვეყანის საჭიროებას ~2,5 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს, თუმცა დაგეგმილია, რომ რუსეთის მიერ მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, გერმანია საზღვარგარეთიდან გაზის შესყიდვას ზამთარშიც გააგრძელებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა გაზთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია მკლავჭიდში შეჯიბრს შეადარა.

ეს „ერთგვარი მკლავჭიდია”. პუტინს უფრო გრძელი ხელი აღმოაჩნდა, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ძალისხმევის გაღებით ჩვენი ხელი უფრო ძლიერი გავხადოთ”, – თქვა ჰაბეკმა.

გაზის მოხმარების შემცირების ერთ-ერთ საშუალებად ჰაბეკმა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების აღდგენა დაასახელა.

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი” წერს, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები აღდგენისა და ზამთრისთვის გაზის მიწოდების დაფინანსებისთვის გერმანიის მთავრობა 15 მილიარდი ევროს გაიღებს.

რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების საკომპენსაციოდ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ამუშავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ავსტრიაშიც, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Verband AG-ს ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქ გრაცთან ახლოს მდებარე ქვანახშირზე მომუშავე მელახის თბოელექტროსადგურის ამუშავებისთვის ზომების მიღება დაევალა.

აღსანიშნავია, რომ მელახის თბოელექტროსადგური, რომელიც 1983-86 წლებში შევიდა ექსპლოატაციაში, 2019 წელს დაიხურა და ავსტრია გახდა ნახშირისგან სრულიად თავისუფალი მეორე ევროპული ქვეყანა.

Leave a Reply

Menu Title