აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის შემოსავლების შემცირების გზა გამონახა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იპოვა გზა ერთდროულად ორი პრობლემის გადასაჭრელად: შემცირდეს რუსეთის ნავთობის შემოსავლები და ასევე შემცირდეს ინფლაციის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ Bloomberg ადმინისტრაციისა და OPEC +-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, კარტელის წევრები, რომლის წევრიც რუსეთია, სულ უფრო და უფრო ნაკლებ აზრს ხედავენ მათ არსებობაში: ნავთობის ფასები მრავალწლიან მაღალ დონეზეა და აზრი აღარ აქვს წარმოების შემცირებას, როდესაც ბაზარი არის დეფიციტში. სწორედ ამით სურს ისარგებლოს ამერიკის ადმინისტრაციამ, რათა დაარწმუნოს კარტელის ლიდერი – საუდის არაბეთი, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) მკვეთრად გაზარდონ ნავთობის მოპოვება.

ამავდროულად, საუდის სამეფოს ხელმძღვანელობასთან დაახლოებული წყაროები აღნიშნავენ, რომ რიადი ჯერ კიდევ ყურადღებით განიხილავს ვარიანტებს, არ სურს სწრაფად დაიჭიროს მხარე. სააგენტო აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ენერგეტიკის მინისტრი აბდულაზიზ ბინ სალმან ალ-საუდიც კი გაგზავნა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF), რათა “ერთობლივი ფოტოსთვის გადაეღოა ვიცე-პრემიერ, ალექსანდრე ნოვაკთან ერთად”. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რიადი ოქროს შუალედის დაჭერას ცდილობს მოკავშირეებთან და ცდილობს მიაღწიოს მაქსიმალურ სარგებელს.

OPEC +-ის წინა შეხვედრაზე, კარტელმა, საუდის არაბეთის პირდაპირი ზეწოლის ქვეშ, უკვე გაზარდა წარმოების კვოტები ყველა წევრისთვის, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ თავად სამეფოს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შეუძლიათ რეალურად გაზარდონ წარმოება. სიმძლავრე, რომელიც ორ სახელმწიფოს შეუძლია გაზარდოს, შეადგენს გლობალური წარმოების მხოლოდ 2%-ს, მაგრამ ასეთ მოცულობებსაც კი მსოფლიო ბაზარი შვებით მიიღებს, რადგან ენერგიის ფასების ზრდა მთელ მსოფლიოში მკვეთრი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, წერს The Insider-ი.

შეერთებული შტატებისთვის საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან შეთანხმება იდეალური გადაწყვეტა იქნებოდა ერთდროულად ორი პრობლემის გადასაჭრელად.

რუსეთი არა მხოლოდ დაკარგავს ნავთობის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს, არამედ დაკარგავს გავლენას OPEC-ზე და ზოგადად ნავთობის ბაზარზე. ბაზარზე ნავთობის მიწოდების ზრდა აშშ-ის ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლის დაძლევაში დაეხმარება, რაც ამჟამად თავის ტკივილია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის.

ამავდროულად, თავად რუსეთმა ნავთობის ბაზარზე გავლენის დაკარგვა დაიწყო. უკრაინაში შეჭრის ფონზე ზეწოლის გამო, რუსეთი იძულებულია შეამციროს ნავთობის მოპოვება.

ალექსანდრე ნოვაკის სიტყვებზე დაყრდნობით, 2022 წლის მეორე ნახევარში რუსეთში ნავთობის მოპოვება რეალური კოლაფსი იქნება, რაც ეჭვქვეშ აყენებს OPEC+-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title