მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ევროკავშირი დროებით დაუბრუნდება ქვანახშირის გამოყენებას რუსული გაზის დეფიციტის ასანაზღაურებლად

ევროკომისიის საერთაშორისო საქმეთა და კლიმატის დაფინანსების საკითხებში აღმასრულებელმა დირექტორმა ელინა ბარდრამმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დროებით დაუბრუნდება ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს რუსული გაზის დეფიციტის ასანაზღაურებლად.

„უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრამ ევროკავშირში საგანგებო ვითარება გამოიწვია. ჩვენ თვალს ვადევნებთ პუტინის ადმინისტრაციის უკიდურესად უხეშ ნაბიჯებს გაზის მიწოდების მკვეთრად შემცირების მიზნით და უაღრესად მნიშვნელოვან ზომებს ვიღებთ, მაგრამ ყველა ეს ზომა დროებითია“, – განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ევროკავშირში ქვანახშირის გამოყენება არ ნიშნავს კლიმატის ცვლილების მიმართ გრძელვადიანი ვალდებულებების მიტოვებას.

Leave a Reply

Menu Title