ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მაისის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2022 წლის მაისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,81 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (1,80 ათასი ტონა) შედარებით და 0,04 ათასი ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,77 ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის მაისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,33 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,30 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი – 0,23 ათასი ტონა (12,7%);  აზერბაიჯანი – 0,11 ათასი ტონა (6,1%), გერმანია – 0,09 ათასი ტონა (5%) და სხვ.

2022 წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 13,2 ათასი ტონა, რაც 4,8 ათასი ტონით ანუ 57,1%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (8,4 ათასი ტონა) შედარებით და 8,1 ათასი ტონით ანუ 158,8%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 70,5%  (9,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,5% (3,9 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან;

Leave a Reply

Menu Title