ეკვადორმა შესაძლოა ნავთობის ექსპორტი შეაჩეროს

“Petroecuador-მა უკვე გააკეთა განცხადება ნავთობის ექსპორტის იძულებითი შეჩერების შესაძლებლობის შესახებ, თუ ადგილობრივი პროტესტი კვლავ შეაფერხებს წარმოებას”, – ამის შესახებ სახელმწიფო ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იტალო ცედენომ განაცხადა.

„თუ რაიმე მომენტში ჩვენს რეზერვუარებში – ლაგო აგრიოში, ბალაოში, ამაზონასში, პუნტა გორდაში არ იქნება მეტი ნავთობი, ვიდრე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, აშკარაა, რომ ჩვენ მოგვიწევს ექსპორტის შეჩერება“, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.

კომპანიამ წინასწარ გამოაცხადა ფორსმაჟორული მდგომარეობის შესახებ, რათა დაიცვას თავი ხელშეკრულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იუწყება Bloomberg.

ცედენოს თქმით, ჯერჯერობით, Petroecuador-ს არ შეუწყვეტია ექსპორტი. შიდა ბაზარზს საწვავის მიწოდება. თუმცა, ამჟამინდელი მარაგი გასტანს მინიმუმ ოთხიდან ხუთ დღემდე.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, თუ პროტესტი არ ჩაცხრება, ნავთობის მოპოვება თვის ბოლომდე შესაძლოა ნახევარზე მეტით შემცირდეს – 130 ათას ბარელამდე დღეში.

დღეისათვის წარმოება დაახლოებით 29 ათასი ბარელით შემცირდა. მომიტინგეები მიმართულნი არიან Petroecuador-ის მთავარ საბადოებზე, რომელზედაც ნავთობის მოპოვების დაახლოებით 80%-ს მოდის.

ერთი კვირის წინ, ადგილობრივმა ორგანიზაცია CONAIE-მ საპროტესტო აქციები წამოიწყო ცხოვრების მაღალი ღირებულებისა და კონსერვატიული მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ, საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნით.

მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უარი თქვა საწვავის სუბსიდირების გაზრდაზე.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title