ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

„ენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, გვაქვს 26 000 მდინარე და ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰიდრო-პოტენციალი“ – პრემიერი

ენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის, ჩვენი მთავრობის. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, – ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ენერგეტიკა უნდა განვითარდეს და უნდა გაიზარდოს გენერაცია.

„2 თვის წინ დაახლოებით მე დავაანონსე რომ ახალ პროგრამას ვამზადებთ, გვინდა, ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა დავიწყოთ, შევთავაზოთ ჩვენს ინვესტორებს და რა თქმა უნდა PPA-ის სტრუქტურის შემოღება-დაბრუნებას ვაპირებთ, კონკრეტული გეგმები გვაქვს. სავალუტო ფონდთან გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება, მთავარი არის შემდეგი – ენერგეტიკა უნდა განვითარდეს, უნდა გაიზარდოს გენერაცია. დღეს გვაქვს პირიქით ანუ რეალურად გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ პირიქით გვაქვს, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და გენერაცია ვერ ეწევა, პრობლემაა. ყოველ წელს იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ყველა რეკომენდაციაში, ჩვენს ყველა გამოსვლაში, ყველგან ვამბობთ, რომ აუცილებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღება. გვაქვს 26 000 მდინარე და ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰიდრო-პოტენციალი, ამას სჭირდება გონივრული დაგეგმვა და გამოყენება, რაციონალურად, სწორად. ამას ემატება ქარის და მზის სადგურების განვითარება, დღეის მდგომარეობით 13 ქარის და 31 მზის სადგურის განვითარების თაობაზე მემორანდუმები უკვე გაფორმებულია. ქარის სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არის თითქმის 740 მეგავატი, ამაზე გაფორმებულია უკვე და მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება მზის სადგურებს, რაც უკვე გაფორმებული გვაქვს 145 მეგავატს შეადგენს და კიდევ არის ძალიან ბევრი მოთხოვნა. ჰიდროზეც დაემატება, როგორც კი შევთანხმდებით სავალუტო ფონდთან საბოლოოდ, ჩვენ ამ პროგრამას წარმოგიდგენთ და ვფიქრობ ეს იქნება დამატებითი სტიმულის, ბიძგის მიმცემი, რომ მეტი ფული ჩაიდოს, ასეულობით მილიონი დოლარი უნდა ჩაიდოს ენერგეტიკაში. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს მეტ ეკონომიკურ ზრდას, მეტ სამუშაო ადგილს და მეტ დოლარს ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply

Menu Title