ბიტკოინის ფასმა კლება განაახლა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 5%-ით, $19,947 -მდე დაეცა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა ემთხვევა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რისი მიზანიც მზარდი ინფლაციის შეკავებაა. ის ზღუდავს ლიკვიდურობას და ინვესტორებს სპეკულაციურ აქტივებზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

Informa Global Markets-ი აღნიშნავს, რომ $20,000-იანი დონის ქვემოთ ჩამოსვლა მას შემდეგ მოხდა, რაც რისკის შესახებ სენტიმენტები დასტაბილურდა.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply

Menu Title