„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს საწვავის შეძენით? “პროტესტი „ლუკოილთან“ ბელგიაში

„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს „ლუკოილის“ საწვავის შეძენით“ – ისმის აქციის ერთ-ერთი მონაწილის შეძახილი.

ბელგიაში დაძაბულობა იზრდება. უკრაინელი მომიტინგეები მოითხოვენ, ბოიკოტი გამოუცხადონ კომპანიას, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. მათი თქმით, მათი საწვავის შეძენით ფინანსდება რუსეთის ომი უკრაინაში.

ერთ-ერთი მომხმარებელი იუსუფი  არ ეთანხმება მომიტინგეების მოსაზრებას  და ამბობს, რომ უბრალოდ საწვავს ასხამს ავტომობილში.

კერძო მფლობელობაში მყოფი კომპანია „ლუკოილი“ რუსეთში სიდიდით მეორე საწვავის კომპანიაა და ბენელუქსის რეგიონში 260 ბენზინგასამართი სადგური ფლობს. ის დამოუკიდებელი კომპანიაა. უშუალოდ კომპანიას ევროკავშირის სანქციები არ შეხებია, თუმცა აღმასრულებელი დირექტორი მას შემდეგ გადადგა,  რაც მას დასავლეთმა პირადად დაუწესა სანქციები.

უკრაინული არასამთვრობო ორგანიზაციის წევრი ოქსანა ბულდა ამბობს, რომ ბელგიაში „ლუკოილის“ ყველა ბენზინგასამართი სადგური მუშაობს ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით, რომელიც ავალდებულებს მათ, გადაიხადონ სალიცენზიო გადასახადი „ლუკოილის“ ბრენდის გამოყენების გამო. ეს თანხა კი საბოლოოდ რუსეთში ხვდება.

თუმცა კომპანია „ლუკოილი“ უარყოფს ამ ბრალდებებს. მარტში კომპანიის დირექტორთა საბჭომ მხარეებს შეიარაღებული კონფლიქტის სწრაფად შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ბელგიის „ლუკოილის“ მარკეტინგის მენეჯერი ელს რუისენი ამბობს, რომ ეს ადგილობრივი და დამოუკიდებელი კომპანიაა. ისინი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფენ ათასობით ადგილობრივს, იხდიან გადასახადებს. ელს რუისენის თქმით, ნავთობი რუსეთიდან მოდის. მსგავსი ვითარებაა სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც. მისი თქმით, ყველგან რუსული საწვავია.

ევროკავშირში უკვე ეძებენ რუსული საწვავის ალტერნატიულ წყაროებს. რამდენიმე თვეში  ამოქმედდება ევროპული სანქციები, რომლებიც რუსული ნავთობის შესყიდვას კრძალავს.

წყარო: euronewsgeorgia.com

Leave a Reply

Menu Title