Skyland Petroleum–ი საქართველოდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებას გეგმავს

აშშ ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას ელის ჩინეთში კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

“მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მაღალი მოთხოვნილებაა მოსალოდნელი. ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი ჩინეთი მოხსნის მკაცრ შეზღუდვებს კორონავირუსთან დაკავშირებით”. განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმმა ბრიფინგის სხდომაზე გამოსვლისას. იუწყება ავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ამჟამად ჩინეთში წარმოება სრული დატვირთვით არ მუშაობს, რადგან კვლავ მოქმედებს სანიტარული შეზღუდვები. მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ჩინეთის პოლიტიკაც შეიცვლება. ქარხნები სრული დატვირთვით დაიწყებენ მუშაობას და შესაბამისად, ქვეყანას მეტი საწვავი დასჭირდება.

ჯენიფერ გრენჰოლმმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასი დღეს ინფლაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, საწვავის ფასმა ზრდა უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის გამო დაიწყო.

პრობლემა გაუარესდება მას შემდეგ, რაც ჩინეთი მოხსნის კორონავირუსის შეზღუდვებს. გრენჰოლმის აზრით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა  დღეს უნდა იმუშაონ იმაზე, რომ გაზარდონ სანავთობო ბაზარზე მიწოდება მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

Leave a Reply

Menu Title