„როიტერი“ – 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქში უშედეგოდ დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

მხარეთა შორის მოლაპარაკებები ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის ელჩის, ენრიკე მორას კოორდინირებით გუშინ დაიწყო.

„მოლაპარაკებების განხორციელებას ხელი შეუშალა აშშ-ის დაჟინებულმა მოთხოვნამ ვენაში მის მიერ შეთავაზებული ტექსტის პროექტზე, რომელიც გამორიცხავს ირანისთვის ეკონომიკური სარგებლის გარანტიას“, – წერს ირანული მედია.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს დატოვა ბირთვული შეთანხმების პაქტი ირანთან და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მძიმე ეკონომიკური სანქციები ხელახლა დააწესა. როგორც მედია წერს, ერთი წლის შემდეგ ოფიციალურმა თეირანმა საპასუხო რეაგირება მოახდინა და შეთანმხმების ბირთვული ლიმიტები თანდათან დაარღვია.

Leave a Reply

Menu Title