შრი-ლანკაში საწვავის დეფიციტის გამო საპროტესტო აქციები გაიმართება

შრი-ლანკაში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართება. მოსახლეობა საწვავის დეფიციტს აპროტესტებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისგან ამ პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვენ. საწვავის უკმარისობას ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების ყველაზე სერიოზული ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

საპროტესტო აქციები წინა თვეშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები დენის გათიშვას და პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტს აპროტესტებდნენ. პოლიციასთან შეტაკებების დროის 9 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. საპროტესტო აქციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა.

ექიმები, მასწავლებლები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი უშედეგოდ ცდილობენ საწვავის შოვნას, რომ სამსახურამდე როგორმე მივიდნენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ყველაზე სერიოზული კრიზისია 1948 წლის შემდეგ, როდესაც შრი-ლანკამ დამოუკიდებლობას მიაღწია. სერიოზული ზიანი ქვეყნის ეკონომიკას ის პანდემიამაც მიაყენა, როდესაც დიდი ზარალი განიცადა ტურიზმის სფერომ.

საწვავის ფასის გაზრდამ და ქვეყნიდან ქიმიური სასუქების გატანის აკრძალვამ შრი-ლანკას მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. ქვეყანას, რომლის მოსახლეობა 22 მლნ-ს შეადგენს, სავალუტო რეზერვები პრაქტიკულად დაუმთავრდა.

კრიზისის გამო ასობით ადამიანი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

Leave a Reply

Menu Title