უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

ევროპულ სისტემასთან ახალი შეთანხმება უკრაინას წლის ბოლომდე 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს.

კიევი წარმატებით იწყებს ევროპის ენერგეტიკული ბაზრის დაპყრობას, რაც მას ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის საშუალებას მისცემს.

აღნიშნული კარგი შესაძლებლობაა მძიმე ომში მყოფი ქვეყნისთვის, ასევე თავად ევროპისთვისაც რომელიც ცდილობს განთავისუფლდეს რუსეთზე ყველანაირი სახის ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკული სისტემა ENTSO-E ხუთშაბათს დაიწყებდა ელექტროენერგიის კომერციულ ექსპორტს უკრაინის ელექტროგადამცემი სისტემის, Ukrenergo-ს ფარგლებში.

ექსპორტი მცირე სიმძლავრით დაიწყება და საწყისი ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 100 მეგავატი (მგვტ) იქნება.

გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ხსენებული მოცულობა თანდათან გაიზრდება, ENTSO-E-ს მიერ განხორციელებული, ევროპის ენერგეტიკული სისტემის ყოველთვიური შეფასების შემდეგ.

ბუჩა, კიევი, უკრაინა – 2022/06/10: დაზიანებული ელექტრო ქსელის შეკეთება 

 

“ტექნიკურად, ჩვენს ენერგოსისტემას უკვე შეუძლია 1690 მეგავატამდე სიმძლავრის საექსპორტო მიწოდება. დამატებითი ტექნიკური ღონისძიებების გატარების შემდეგ, ელექტროენერგიის საზღვარგარეთ გაყიდვის სიმძლავრე შეიძლება 4-5 გიგავატამდეც გაიზარდოს”, – განაცხადა მინისტრმა.

თავდაპირველად უკრაინა მხოლოდ რუმინეთს მიაწვდის ელექტროენერგიას, თუმცა მიმდინარე წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, დაიწყება ექსპორტი სლოვაკეთსა და უნგრეთში.

Ukrenergo-ს ბორდის თავმჯდომარე ვოლოდიმირ კუდრიცკი მხარს უჭერდს აღნიშნულ ნაბიჯს და აღნიშნავს: “ხსენებული გადაწყვეტილება საბოლოოდ არღვევს უკრაინის დახურული ენერგეტიკული ბაზრის “აკვარიუმს” და ამავდროულად გვაახლოებს ევროპულ ენერგეტიკულ სივრცეში სრულ ინტეგრაციასთან.”

მიწოდების ახალი შეთანხმება დააკავშირებს უკრაინას კონტინენტური ევროპის სინქრონიზირებულ ერთიან ზონასთან, მსოფლიოს უდიდეს ენერგოსისტემასთან, რომელიც მოიცავს 35 ქვეყანას და საჭიროების შემთხვევაში, მისცემს კიევს აღნიშნული ქვეყნებიდან ენერგიის იმპორტის შესაძლებლობასაც.

გალუშჩენკომ განაცხადა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ ფინანსური შემოსავლის წყაროს გააჩენს, რომელიც უკრაინას ასე სჭირდება, რადგან რუსეთთან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არამედ საშუალებას მისცემს ევროპულ ქვეყნებს დაასტაბილურონ საკუთარი ენერგეტიკული ბაზრები.

„ევროპული ქვეყნები, თავის მხრივ, შეძლებენ უზრუნველყონ უფრო სტაბილური ენერგომომარაგება და რაც მთავარია, ჩაანაცვლონ რუსეთის ენერგორესურსები“, – განმარტა მან.

უკრაინული საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, კიევი წლის ბოლომდე ევროკავშირიში ელექტროენერგიის ექსპორტიდან დაახლოებით 1,6 მილიარდ დოლარს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ შემოსავლის ეს მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან იგეგმება ელექტროენერგიის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიწოდების დაწყება-გაფართოებაც.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს შეაფასებით, ახალმა შეთანხმებამ შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის 17% ევროკავშირში, რომელიც პირობას დებს, რომ წლის ბოლომდე გაერთიანებაში რუსული გაზის იმპორტის 90%-ს შეამცირებს.

 

Leave a Reply

Menu Title