ზელენსკი: ევროპაში რუსული გაზის ნაწილი შეიძლება უკრაინულმა ელექტროენერგიამ ჩაანაცვლოს

უკრაინა ემზადება ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდისთვის. ამის შესახებ 30 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირში, რუმინეთში. და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ჩვენ ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. უკრაინულმა ელექტროენერგიამ ევროპელების მიერ მოხმარებული რუსული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ჩაანაცვლოს. ანუ ეს ჩვენთვის არ არის მხოლოდ ექსპორტის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინა ევროკავშირის საერთო ენერგეტიკულ სისტემას რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ (24 თებერვალი) შეუერთდა.

“უკრაინა აკეთებს იმას, რაც შეუძლებელი ჩანდა”, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

Leave a Reply

Menu Title